თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვრამდე გაგრძელდება

117
გაზიარება

გრიპის ვირუსის გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო.
„სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება“, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება.

კომენტარი