ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

50
გაზიარება

ისნის რაიონში ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის შეცვლა დასრულებულია და კერძო განშტოებებზე დაერთების სამუშაოები ტარდება.
მიწისქვეშა საინჟინრო – კომუნიკაციების რეაბილიტაციას ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს.
აღნიშნული ქსელების მოწესრიგების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც, ბორდიური მოეწყობა და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და „GWP“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ეს ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი მოუწესრიგებელი იყო და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ადგილობრივ მაცხოვრებელებს დისკომფორტი ექმნებოდათ. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ დაჩქარებული წესით დავიწყებდით ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც 2018 წლის ბოლოს კომპანია „GWP”-თან ერთად შევასრულეთ კიდეც. სამუშაოები პროექტით გათვალიწინებულ ვადებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

კომენტარი