როგორი უნდა იყოს თბილისში კორპუსების ექსტერიერი?

როგორი უნდა იყოს თბილისში კორპუსების ექსტერიერი?

331
გაზიარება

თბილისის ქუჩებში სიარულისას თითოეული თქვენგანი, ალბათ, ყოველდღე ხედავს სხვადასხვა კორპუსის აივნებზე დამონტაჟებულ სარეცხის გასაფენ თუ გასაშრობ მოწყობილობებს, ცენტრალური გათბობის ქვაბებს, გადაღებილ აივნებს (რომ აღარაფერი ვთქვათ მიშენებებზე, რაც უკვე აკრძალულია). ყველაზე ცუდი ისაა, რომ მსგავსი პრობლემები არამხოლოდ ძველ კორპუსებს, არამედ ახლებსაც ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ პრობლემების აღმოფხვრის გაცილებით მეტი საშუალებითაა აღჭურვილი. ამ დროს ირღვევა მათი იერსახე და საცხოვრებელი კორპუსი თუ სხვა ტიპის შენობა ერთიანობას კარგავს. მით უმეტეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მოსახლეობა არა საერთო შეთანხმებით და ან გარკვეული ნებართვის შემდეგ, არამედ ინდივიდუალური ინიციატივით იღებს და შედეგიც, შესაბამისად, ნეგატიურია.
განაშენიანების ესთეტიკურ პარამეტრებს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-18 მუხლი  განსაზღვრავს. მაგალითად, ამ მუხლის თანახმად, სარეცხის საშრობი, გასაფენი, ასევე, კონდიციონერი და მსგავსი მოწყობილობები შენობის შიგნით, სპეციალურ სათავსოში უნდა განთავსდეს. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ მათი განთავსება დასაშვებია ექსტერიერის ნაკლებად აღქმად ნაწილზე, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მათი შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით.
არქიტექტურის სამსახური ამ სტანდარტის დაცვის გარეშე ნებართვას არ გასცემს, ხოლო, თუ რამდენად სრულდება ეს წესი რეალურად, ამას უკვე ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს.

კომენტარი