10 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

10 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

49
გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 10 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება:
სამგორის რაიონი
ვარკეთილი-3  დასახლების I, II და  III  მიკრორაიონების, ჯავახეთის, კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის და ილია სუხიშვილის  ქუჩების  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
ცოტნე დადიანის, ხუდადოვის,   სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, თოფურიძის, ალილუევის, ეროსი მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე;
გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 14 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
სოფელი  დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის,  მეფე მირიანის, პეტრე იბერის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე;
ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე;
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, ნაფეტვრების და  იოსელიანის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 13 საათიდან 15 საათამდე;
ნუცუბიძის პლატოს III  მიკრორაიონის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის  ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.
ისნის რაიონი
მეტროსადგურ “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, სამგორის დასახლების,  კახეთის გზატკეცილის,  ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის და ხარაბაძის  ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
ვაკის რაიონი
ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე;
ჭავჭავაძის, კეკელიძის, თაყაიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.
გლდანის რაიონი
გლდანის მასივის I, III და III-ა  მიკრორაიონების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 14 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ)  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.

კომენტარი