N21 ბაგა-ბაღის შენობის ავარიული ფლიგელის რეაბილიტაცია დაიწყო

N21 ბაგა-ბაღის შენობის ავარიული ფლიგელის რეაბილიტაცია დაიწყო

47
გაზიარება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე N21 საჯარო ბაგა-ბაღის ავარიულ ფლიგელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე დაიწყო – მიმდინარეობს შენობის ავარიული ნაწილებისა და შიდა ტიხრების დემონტაჟი, რის შემდეგაც დაიწყება შენობის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებებები.
N21 ბაგა-ბაღი ლოტკინის დასახლებაში, ლიუბოვსკის N2-ში მდებარეობს. შენობის ძირითადი, ორსართულიანი კორპუსი კონსტრუქციულად მდგრადი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილია. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში ამჟამად 210 აღსაზრდელი ირიცხება, ავარიული ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ კი, ბაღს კიდევ 3 სააღმზრდელო ჯგუფი, ასევე სპორტული და ღონისძიებების დარბაზი შეემატება.
რეკონსტრუქციის საპროექტო ღირებულება 480,000 ლარია. სამუშაოს კომპანია „გრანიტი“ აწარმოებს.

კომენტარი