ავლაბარში სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყობა

ავლაბარში სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყობა

70
გაზიარება

ავლაბარში, შირაქის ქუჩა N11 და N13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანდრო დვალაძეს და ნონა მაისურაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, ოთხ საცხოვრებელ კორპუსს შორის (შირაქის ქუჩა N11, N13, ქეთევან წამებულის გამზირი N88 და N90) არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც მოუწესრიგებელია და ძირითადად ავტოპარკინგის ფუნქციას ასრულებს, სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყოს.
ისნის გამგეობამ გასულ წელს, ამავე მისამართზე, N11 და N13-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც, ორივე კორპუსის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები შეიცვალა. აღნიშნული საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 20 708 ლარი დაიხარჯა.
„მოსახლეობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა დავიწყეთ. 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები სწორედ მაცხოვრებლების მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩევა. გვსურს, რაიონში არსებულ გამოწვევებს თანმიმდევრულად მივყვეთ და ყველა საუბნო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ბიუჯეტის შესაბამისად მოვაწესრიგოთ. შირაქის ქუჩის N11 და N13-ის მცხოვრებლებს გასულ წელს მთავარი პრობლემა გადავუჭერით – ორივე კორპუსში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამით, წყლისა და წყალარინების ქსელები შეიცვალა. ხოლო წელს, ეზოს ტერიტორიაზე თანამედროვე, ლამაზ და გამწვანებულ სკვერს მოვაწყობთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
შირაქის ქუჩა N11 და N13-ის მიმდებარედ სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობის პროექტის მოსამზადებლად ტენდერს გამგეობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს და სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელდება.

კომენტარი