გემრიელი, მაგრამ საშიში – გარისკავთ დაგემოვნებას?

გემრიელი, მაგრამ საშიში – გარისკავთ დაგემოვნებას?

161
გაზიარება

ფუგუ – იაპონია

fugu

ვინც ჭამს ფუგუს, სულელია, ვინც არა, ისიც – გვეუბნება იაპონური ანდაზა. ეს თევზი სახიფათო რაოდენობის ტეტროდოტოქსინს შეიცავს.თუ ფუგუ სწორადაა გაკეთებული, დეგუსტაციისას მხოლოდ ოდნავ თუ დაგიბუჟებთ ენას, ხოლო თუ არასწორად — სიკვდილი გარდაუვალია.

კაზუ მარცუ – იტალია

kazu-marcy

ცხვრის ყველისგან დამზადებული ეს დელიკატესი სარდინიაზე გამოიგონეს. განსაკუთრებულ გემოს ამ ყველს ბუზის მატლები სძენს, რომლებიც ფერმენტაციას აჩქარებენ. თუ მატლები კერძში ჩარჩა, აუცილებლად მოიწამლებით.

საშიმი – იაპონია

ryiba-mech

ეს თევზი ყველაზე შხამიანია მსოფლიოში. ის ინდოეთისა და წყნარ ოკიანეებში ბინადრობს. შხამი ამ თევზის ზურგის ეკლიან ფარფლებშია კონცენტრირებული. კერძის მომზადებისას თევზს ამ ფარფლებს აჭრიან, თუმცა “ოპერაცია” თუ დიდი სიზუსტით არ ჩატარდა, ამ თევზისგან დამზადებული დელიკატესის გასინჯვა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

სუნხუადანი – ჩინეთი

49410034_2078190668917243_2933883930740260864_n

სუნხუადანი ძალზე  სახიფათო კერძია, რომელიც იხვის კვერცხისგან მზადდება. კვერცხს ამარილებენ და ნაცარში დებენ, სადაც 100 დღის განმავლობაში ინახავენ. ამის შემდეგ ის უკვე მომზადებულად მიიჩნევა. გამოსცემს ამიაკის მკვეთრ სუნს. თუ მის გასინჯვას გადაწყვეტთ, განსაკუთრებული გამძლეობის კუჭი უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, მოწამვლა არ აგცდებათ.

სანაკჯი – კორეა

49410034_2078190668917243_2933883930740260864_n

მსგავსი რამ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, იშვიათადაა მენიუში, მაგრამ კორეაში ცოცხალი, პატარა რვაფეხას საცეცები დელიკატესად ითვლება. ამასთან, სანაკჯი უმად იჭმევა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებს სხეულს აშორებენ და ჭრიან პატარა ნაჭრებად, კაზმავენ შირბახტის (ქუნჯუთის) ზეთითა და მარცვლებით, საცეცები მაინც იკლაკნებიან და აქეთ-იქით მოძრაობენ, განსაკუთრებით ეს იგრძნობა გადაყლაპვისას, როცა ყელში სრიალებენ. იმისთვის, რომ ამ საკვებმა არ გავნოთ, კარგად უნდა დაღეჭოთ (დაახ. 100-ჯერ) გადაყლაპვამდე და სავსე პირით არ ისაუბროთ.

თინუსი

tuna-seared

თინუსის ნაჭრები ან დაკონსერვებული თინუსი ხშირად შეიცავს ისეთ პათოგენს, როგორიცაა სკომბროტოქსინი. მისი გადადება თევზზე შეხებითაცაა შესაძლებელი, თუკი მანამდე მისი კარგად დამუშავება არ მოხდა. თინუსისგან ყოველწლიურად ასობით ადამიანი ავადდება სკომბროტოქსინით. თუ ეს თევზი არასწორადაა მომზადებული,  თავის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ზოგჯერ მხედველობის დაკარგვაც გარანტირებულია.

კომენტარი