„საუბრები ხელოვნებაზე“ – ნაძალადევის რაიონის სკოლების მოსწავლეები ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ

„საუბრები ხელოვნებაზე“ – ნაძალადევის რაიონის სკოლების მოსწავლეები ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ

43
გაზიარება

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში რეგისტრირებული სკოლის მოსწავლეები ქართველ ხელოვანებს და ლიტერატორებს შეხვდნენ. საგანმანათლებლო პროექტი „საუბრები ხელოვნებაზე“ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებულ მედიათეკაში გაიმართა.
ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, უფროსკლასელები პოეტ ტარიელ ხარხელაურს, ირაკლი ასლანიკაშვილს, თეიმურაზ ჩალაბაშვილს, გაიოზ გომართელს, ედუარდ უგულავას, მწერალ გივი ალხაზიშვილს და დათო ტურაშვილს, ასევე, მხატვარ დავით პოპიაშვილს შეხვდნენ.
ქართველი ხელოვანების საჯარო ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეხვედრები კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

კომენტარი