11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

67
გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება:
ნაძალადევის რაიონი
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, დავით გარეჯელის, ანდრონიკაშვილის, ჟორდანიას, გარეჯის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მერი შერვაშიძის, ილია კარტოზიას, მექანიზაციის, ნინო წერეთლის, პაპავების,  ადამიას, ბეთაშვილის, ყუბანეიშვილის, ივერთუბნის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.
გლდანის რაიონი
სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა”,I, II, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის III მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, მორეტის, ტაბიძის და ქერჩის  ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 18 საათამდე.
ჩუღურეთის რაიონი
უზნაძის ქუჩის  მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 12 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე;
პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს – 13 საათიდან 14 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 17 საათამდე.

კომენტარი