თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

115
გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თამარაშვილის, ჩხეიძის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი