საშიში ზებრაგადასასვლელები – „ცივილური“ წონასწორობა ფეხით მოსიარულესა და მძღოლს შორის

საშიში ზებრაგადასასვლელები – „ცივილური“ წონასწორობა ფეხით მოსიარულესა და მძღოლს შორის

186
გაზიარება

უცხოელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც სულ მცირე ორი დღე მაინც მოუწია თბილისში ყოფნა, ერთხმად აღნიშნავს თბილისელი მძღოლების მართვის განსაკუთრებულ სტილს.
ქაოსი, უწესრიგობა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და გაუთავებელი – გაბმული ხმოვანი საგნალი თბილისის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა. შედეგიც სახეზეა. 2 590 ავტოსაგზაო შემთხვევა, 74 დაღუპული და 3 207 დაშავებული – ასეთია  შსს-ს სტატისტიკა, რომელშიც 2018 წლის 10 თვის მონაცემებია ასახული.
თბილისელი მძღოლები განსაკუთრებით ფეხითმოსიარულეებს ერჩიანიან და ზებრაგადასასველებს სადაც შუქნიშანი არ დაგას ფაქტობრივად არ ცნობენ. ხშირ შემთხვევაში, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს.
ფაქტია, რომ ცივილური წონასწორობა ფეხით მოსიარულესა და მძღოლს შორის, რაც ასე დამახასიათებელია ევროპისა და ამერიკის ქალაქებისთვის სრულიად უცხოა თბილისისთვის. სად არის გამოსავალი, რა აიძულებს ვთქვათ გერმანელ მძღოლს არ მოიქცეს „თბილისურად“? სპეციალისტების შეფასებით, იმისათვის, რომ თბილისის ქუჩებში გამეფებული ქაოსი შევცვალოთ ცივილიზებული წესრიგით, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, ანუ პოლიციამ რეალურად უნდა დაიწყოს კანონის აღსრულება.
“საჭიროა უფრო მკაცრი წესების, მაღალი ჯარიმებისა და  მკაცრი აღსრულების შემოღება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღსრულება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს გარდამავალ პერიოდში, რათა საშუალება მივცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს, შესაბამისად შეცვალოს საკუთარი მოლოდინები და ქცევა. როგორც კი მოლოდინები შეიცვლება, აღსრულების ინტენსივობა (და მასთან დაკავშირებული ხარჯები) შეიძლება მკვეთრად შემცირდეს”, – აცხადებს “ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ირაკლი იზორია.

ავტორი: ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი