ორი მატარებელი ერთმანეთის პირისპირ – რა მოხდა თბილისის მეტროში?

ორი მატარებელი ერთმანეთის პირისპირ – რა მოხდა თბილისის მეტროში?

1947
გაზიარება

გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დგას ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ერთმანეთის პირისპირ ორი მატარებელი.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ინციდენტის მიზეზი ის ტექნიკური პრობლემა გახდა, რომელიც ერთ-ერთი მატარებლის ბოლო ვაგონს შეექმნა. ამიტომაც, ვაგონი ჩახსნეს და შემოიყვანეს სხვა მატარებელი, რომელსაც აღნიშნული ვაგონი ჩააბეს და დეპოში შესამოწმებლად გადაიყვანეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ინციდენტმა მოძრაობა 10-15 წუთის განმავლობაში შეაფერხა.

 

კომენტარი