თბილისის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

თბილისის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

122
გაზიარება

დედაქალაქის მერია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მერის მოადგილემ აფეთქების  შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს.
„დედაქალაქის მერია ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალურ ყურადღებასა და დახმარებას აღმოუჩენს. არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებითა და თავშესაფრით ყველა იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩაერთვება“, – განაცხადა ირაკლი ბედელიანმა.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

კომენტარი