კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2017 წელს სამშენებლო კომპანია “ლ ჯგუფმა“ ააშენა

კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2017 წელს სამშენებლო კომპანია “ლ ჯგუფმა“ ააშენა

340
გაზიარება

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, 2017 წელს აშენდა. კორპუსი შპს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა, მისი მფლობელი და დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიგოლ ჭანტურიაა, რომელიც ამჟამად ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
1tv.ge-ს ინფორმაციით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. საქმიანობის პროფილი კი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა.
სამშენებლო ბიზნესში კომპანიის აქტივი მხოლოდ დიდ დიღომში მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. 1300 კვ.მ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და გაყიდვები კომპანიამ 2017 წლის დასაწყისში დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში დაასრულა. ერთი კვ.მ-ის ღირებულება 1000 ლარს აღემატებოდა. მაისში შენობას ოფიციალური მისამართიც მიენიჭა – ავთანდილის ქუჩა N8.
შეგახსენებთ,  რომ გუშინ, 20:30 წუთზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შემდეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, 7 კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები 46-მა  დაზარალებულმა  გამოიტანა.

კომენტარი