გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციებით, 2018 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციებით, 2018 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

73
გაზიარება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სხვა საკითხებთან ერთად, იმ რეგულაციებზეც ისაუბრა, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გაამკაცრა. მერის განმარტებით, 10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობის უნებართვოდ გაგრძელებაზე და ის 50 000 ლარით განისაზღვრა, ასევე, 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე და 25 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 000 ლარი გახდა.
კალაძის განცხადებით, სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც საჯარიმო თანხა 30 000 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება.
“ასევე, დაგვემატა ხმაურის რეგულაცია და მოწესრიგება. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.”- განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარი