“ბუდაპეშტის” დირექტორი – ვაკის პარკის დამცველებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონს

“ბუდაპეშტის” დირექტორი – ვაკის პარკის დამცველებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონს

422
გაზიარება

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორი, ბიზნესმენი გიორგი ზაქაიძე განცხადებას ავრცელებს, რითიც ის სამოქალაქო აქტივისტებსა და დედაქალაქის მერს პასუხობს.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ვაკის პარკში, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობის ირგვლივ არსებული ვითარება. ჩვენ კანონის სრული დაცვით წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა არსებული მწვანე საფარის ხელშეუხებლობას, მეტიც, დამატებული გამწვანების და პარკის მიმდებარე ტერიტორიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. თუმცა გავითვალისწინეთ რა აქტივისტების ჯგუფის პრეტენზიები, მივყევით საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი გზით მოგვარებაში. მოვიგეთ ყველა ინსტანციის სასამართლო. შესაბამისად, იურიდიულად, ჩვენს კომპანიას არ აქვს პრობლემა დაიწყოს მშენებლობა. ვაკის პარკის ე.წ. დამცველებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სასტუმრო არ აყენებს ზიანს პარკს, მის ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო საკუთრების ხელყოფა კი დარწმუნებული ვართ ამ ქვეყანაში დაცულია კანონის ძალით. ჩვენთვის აგრეთვე გაუგებარია, ქალაქის მესვეურების, მერის განცხადება მშენებლობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ ამ პროცესის დაწყების სრული უფლება გვაქვს, გვსურს დავარწმუნოთ თბილისელები, რომ ეს სასტუმრო იქნება აშენებული პროექტის სრული დაცვით, რისი მუდმივი ინსპექტირება შეუძლია მოახდინოს მუნიციპალიტეტმა და აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ექსპლუატაციისას არ შეუშლის ხელს პარკში დამსვენებლებს.
წყარო: primetime.ge

კომენტარი