საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

173
გაზიარება

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარი