კალაძე – გენგეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება

კალაძე – გენგეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება

380
გაზიარება

თბილისის მერის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებას. კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საკრებულოში დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში იქნება დამტკიცებული. მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის რეგულაციები, რითაც უნდა მოხდეს გენგეგმის აღსრულება, რომელიც არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში გენგეგმის განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ძალაში 1-ელ იანვარს უნდა შესულიყო, ჯერ დამტკიცებული არ არის.

კომენტარი