სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

სამგორის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

169
გაზიარება

აეროპორტის დასახლებასა და სოფელ პატარა ლილოში  ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა, კიდევ ორის სამშენებლო სამუშაოები კი  ამ დროისთვის მიმდინარეობს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი ადგილზე გაეცნენ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ლილოს დასახლებაში  სპორტული  მოედნების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს თვეებში დასრულდება.
“ლილოს დასახლებაში ახალი  სტადიონების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. სამგორის რაიონის  გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და   უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე  სპორტულ მოედანს  გავხსნით.  ჩვენი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. საბედნიეროდ ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი დაგეგმვის პროცესში “ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარი