22 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

22 იანვარს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

110
გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 იანვარს  თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 13 საათამდე;
რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედორ გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელი დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის,  თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 18 საათამდე;
ნუცუბიძის პლატოს  I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და შავიშვილის ქუჩების    მაცხოვრებლებს –  11 საათიდან 16 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
ჯანაშიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
სამგორის რაიონი
ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის და სააკაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე;
კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 12 საათიდან 18 საათამდე.
კრწანისის რაიონი
გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე.

კომენტარი