ნაძალადევის რაიონში, 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

552
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნეს ზონის მოწყობა დასრულდა. თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
ერთ-ერთი ახალი ფიტნეს ზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.
„სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნეს ზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
17 ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.

კომენტარი