საბაგიროს ხიბლი – საცობებს მიღმა, 4 წუთში თემქიდან ახმეტელის მეტრომდე (ვიდეო)

საბაგიროს ხიბლი – საცობებს მიღმა, 4 წუთში თემქიდან ახმეტელის მეტრომდე (ვიდეო)

7963
გაზიარება

„ურბანული ლაბორატორიის“ სპეციალისტი, ირაკლი  ჟოჟუაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გასული წლის მიწურულს კოლუმბიის დედაქალაქ  ბოგოტაში, პირველი ურბანული საბაგირო გზის გაიხსნის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ჟოჟუაშვილის ცნობით, ავსტრიულ-შვეიცარიული დოპელმაირის ახალი საბაგირო 3340 მეტრის სიგრძის არის და 4 სადგურს მოიცავს. მგზავრობის დრო საწყის და ბოლო სადგურებს შორის 13 წუთა. 5,5 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 163 ერთეული 10-ადგილიანი კაბინა იძლევა 3600 ადამიანის გამტარობას ერთ საათში ერთი მიმართულებით. კაბინებს შორის ინტერვალი 10 წამია. სიმაღლეთა სხვაობა საწყის და ბოლო სადგურებს შორის 270 მეტრია. ახალი საბაგირო ერთ ერთ ყველაზე რთული რელიეფის მქონე უბნებს ემსახურება და მათ ჩქაროსნული ავტობუსის ხაზის ტერმინალთან აკავშირებს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ახლო მომავალში თბილისში 2 ახალი საბაგირო ხაზის, მეტრო ახმეტელი – ზღვის უბნის და სამგორი ვაზისუბნის ამოქმედება იგეგმება.  როგორც „სისტრას“ კვლევაშია მითითებული, ახმეტელი-ზღვის უბნის ხაზის სავარაუდო სიგრძე შესაძლოა 766 მეტრი იყოს. სამგორი-ვაზისუბნის ხაზის – 2650 ან 1730 მეტრი. “სითი კვირას” გათვლებით გამოდის, რომ  5,5 მ/წ სიჩქარით გადაადგილებისას ზღვის უბნიდან წამოსული მგზავრი ახმეტელის მეტრომდე მისვლას, დაახლოებით, 4 წუთში შეძლებს. დაახლოებით, 8-10 წუთი დასჭირდება სამგორიდან  ვაზისუბნამდე მისვლას. თან, ეს ყველაფერი თბილისური საცობების გვერდის ავლით.

 

კომენტარი