კალაძე – გილოცავთ, ვაკის პარკმა გაიმარჯვა

კალაძე – გილოცავთ, ვაკის პარკმა გაიმარჯვა

300
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობა სასტურმო “ბუდაპეშტის” მფლობელებს შეხვდა. მშენებლობასთან დაკავშირებით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ვაკის პარკში, ამ კონკრეტულ ადგილას არაფერი აღარ აშენდება. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, ვინც პირველივე დღეებიდან იცავდა ამ მწვანე სიცვრცეს ჩვენი ქალაქისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო იმ რიგით თბილისელებს, რომლებსაც ამ სივრცეზე გული შეტკიოდათ და თანადგომას გვიცხადებდნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა.”- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარი