სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი – მადლობა მერიას

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი – მადლობა მერიას

366
გაზიარება

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გიგა ზაქაიძე მერიას მადლობას უხდის.
როგორც მან დღეს ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კომპანია ადგილმონაცვლეობას ან გამოსყიდვას დათანხმდა და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.
„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა. ჩვენთვისაც რთული იყო ექვსი წელი ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირებაც მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ, რომ კონკრეტულ ობიექტებზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე შევთანხმდებით. არის რაღაც ჩამონათვალი და ჩვენმა კომპანიამაც მიიღო გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ადგილმონაცვლეობას ან გამოსყიდვას. გვაქვს ალტერნატივა, ავირჩიოთ შემოთავაზებულიდან, რაც ჩვენთის მისაღებია და რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. შემოთავაზებული წინადადებები ადეკვატურია და გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა გიგა ზაქაიძემ.
„ბუდაპეშტის“ მფლობელი ამ საკითხზე კონსულტაციების საკუთარი კომპანიის წარმომადგენლებთან განაგრძობს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარი