კრწანისის რაიონის ორ მისამართზე ეზო კეთილმოეწყო

კრწანისის რაიონის ორ მისამართზე ეზო კეთილმოეწყო

239
გაზიარება

კრწანისის რაიონის გამგეობა ეზოების კეთილმოწყობას აგრძელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად ორ მისამართზე დასრულდა.
ვერცხლის ქუჩის N26-ისა და ორთაჭალის N9-ის ეზოში ასფალტის ძველი საფარი ახლით შეიცვალა. ასევე, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში თითოეული სახლის მისადგომ კიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წესის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კრწანისის გამგეობა 2019 წლის გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას აგრძელებს, როგორც ცენტრალურ მისამართებზე, ასევე, ეზოებსა და სადარბაზოებში.

კომენტარი