ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

205
გაზიარება

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
გასულ წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 16 362 300 ლარი დაიხარჯა. ბიუჯეტი 98,75%-ით შესრულდა.
„2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა, თუმცა კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი. 2019 წელსაც უცვლელია ჩვენი პრიორიტეტები. აქტიურად გაგრძელდება რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი, სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დახმარება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ირაკლი ხელაძემ გამგეობის გასული წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარი