2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

171
გაზიარება

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც განათლების სისტემის ახალ მოდელზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილი გახდა, 2020 წელს როგორც მე-11, ისე მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

წყარო:http://kvira.ge

კომენტარი