საავტომობილო გვირაბი და 10 ჰექტარი მწვანე სივრცე მტკვრის გასწვრივ – პროექტი, რომელიც...

საავტომობილო გვირაბი და 10 ჰექტარი მწვანე სივრცე მტკვრის გასწვრივ – პროექტი, რომელიც 110 000 000 ლარი დაჯდება

183
გაზიარება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც 2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
სხვა პროექტებთან ერთად, მერმა ყურადღება გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე გაამახვილა, რისთვისაც მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, –  განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარი