მსოფლიოს 10 კრეატიული სკულპტურა

მსოფლიოს 10 კრეატიული სკულპტურა

234
გაზიარება

მსოფლიოში არაერთი სკულპტურა თუ ძეგლია, რომელიც დამთვალიერებლებსა და ტურისტებს იზიდავს განსხვავებულობისა და კრეატიულობის გამო. შემოგთავაზებთ 10 ყველაზე კრეატიულ სკულპტურას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მდებარეობს.

1) კოვზის ხიდი ალუბლით, მაინპოლისი, მინესოტა, აშშ

გიგანტური კოვზის ხიდი ალუბლით 1985 წელს მხატვარ კლეის ოლდენბურგისა და მისი მეუღლის მიერ დაპროექტდა და მაინპოლისის სკულპტურების პარკში მდებარეობს. ოლდენბურგი, როგორც მხატვარი, ცნობილია ყოველდღიური ობიექტებისა და საკვები პროდუქტების დიდი ზომის ძეგლების შექმნით.

2) ციფრული ვეშაპი

სკულპტურა ვანკუვერში, კანადაში მდებარეობს. ის 2009 წელს დუგლას კოუპლენდმა შექმნა. ის ვიდეოთამაშებიდან გადმოსულ გიგანტურ მკვლელ ვეშაპს მოგვაგონებს. სკულპტორმა იდეა პერლ ჰარბორის ისტორიის წარმოსადგენად შეიმუშავა.

3) არქიტექტურული ფრაგმენტი

მელბურნში, ავსტრალიაში მდებარეობს. ბიბლიოთეკის შენობა, რომლის მხოლოდ პირამიდის ფორმის ფასადია ზედაპირზე ამოწეული. მასზე სრული წარწერა ბიბლიოთეკაა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ბგერა ჩანს.

4) თავისუფლების სკულპტურა

ზენოს ფრუდაკისის სკულპტურა ფილადელფიაში, რომლის არსიც გაქცევაა ყველაფრისგან, რაც გბოჭავს და უკან გაკავებს. მთავარი ფიზიკური და სულიერი თავისუფლებაა.

5) ღრუბლის კარიბჭე

ანიშ კაპურის ღრუბლის კარიბჭე ჩიკაგოს ღირსშესანიშნაობაა. მის სანახავად ბევრი ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები მიდის, ისინი ფოტოებს იღებენ და სკულპტურის ანარეკლში საკუთარ გამოსახულებებს უყურებენ.

6) მეტამორფოზა

დევიდ კერნის მიერ შესრულებული სკულპტურა პრაღის ცენტრში მდებარეობს. მისი ორიგინალურობა მდგომარეობს იმაში, რომ თავს შეუძლია მოძრაობა და ფოლადის ფირფიტები, რომლისგანაც შედგება ქანდაკება, 360 გრადუსით ბრუნავს.

7) ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროსთან, ბუდაპეშტი, უნგრეთი

1944-45 წლებში უნგრეთის ნაცისტური პარტიის წევრებმა დუნაის სანაპიროსთან რამდენიმე ათასი ადამიანი დახოცეს. იმისათვის, რომ ტყვიები დაეზოგათ, 50-60 ადამიანს ერთად აბამდნენ და ერთ ადამიანს დანარჩენებიც თან მიჰყავდა. დახვრეტის წინ, მათ ფეხსაცმელების გახდას აიძულებდნენ, რომლებსაც შემდგომ ყიდდნენ, ამიტომაც მათი ხსოვნის პატივსაცემად, სანაპიროზე 60 ცალი კაცის, ქალისა და ბავშვის ფეხსაცმელი დადგეს.

8) მემორიალი ,,ორმო“, მინსკი, ბელორუსია

1942 წლის 2 მარტს მინსკში გერმანელმა ჯარისკაცებმა დაახლოებით 5000 ადამიანი დახვრიტეს. მეხსიერება ამ მოვლენაზე 2000 წლამდე შემორჩა და ძეგლიც დაიდგა. ეს ძეგლი ჰოლოკოსტის ყველა მსხვერპლს მიუძღვნეს.

9) მოგზაურები, მარსელი, საფრანგეთი

ასახავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და საკუთარი სხეულის ნაწილებს კარგავენ.

10) ჰიპოპოტამები, ტაიპეი, ტაივანი

ჰიპოპოტამები, რომლებიც თითქოს მიწიდან ამოდიან და ზედაპირზე მათი სხეულის მხოლოდ ნაწილი ჩანს. სკულპტურის სანახავად უამრავი ტურისტი მიდის და ფოტოებს იღებს.

წყარო:http://plus.kvira.ge

კომენტარი