მსოფლიოს ქალაქების კრეატიული “ზებრა” გადასასვლელები

მსოფლიოს ქალაქების კრეატიული “ზებრა” გადასასვლელები

247
გაზიარება

ეს გამორჩეული და ყურადღების მისაქცევი “ზებრა” გადასასვლელი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარეობს. დღეს კარტოფილი ფრის უამრავი სწრაფი კვების ობიექტი ამზადებს და ამ კონკრეტული გადასასვლელით McDonald’s-ს სურდა ეჩვენებინა, რომ საუკეთესო კარტოფილი ფრი მათთან მზადდება. “ზებრა” გადასასვლელი McDonald’s-ის რესტორნის წინ მდებარეობს.

იაპონოლები კრეატიულობას არც “ზებრა” გადასასვლელების მოხატვისას უჩივიან.  3D გამოსახულების გადასასვლელი ოსაკაში, იაპონიაში შეგხვდებათ. იდეა აღებულია ბრიტანული როკ–ჯგუფის, The Beatles-ის ცნობილი ფოტოდან.

ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში ერთ–ერთმა სავაჭრო ცენტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, რომ “ზებრა” გადასასვლელი თავიანთი სავაჭრო ცენტრის ცნობადობის ასამაღლებლად შეეღებათ.

პოლონელი კომპოზიტორის, ფრედერიკ ჩოპინის 200 წლის იუბილესადმი მიღძვნილი ღონისძიების შემდეგ, ვარშავაში რამდენიმე ქუჩა როიალის კლავიშების გამოსახულებით მოიხატა.

სიჩუანში, ჩინეთში არსებობს ყურადღების მიმქცევი და გამომაფხიზლებელი “ზებრა” გადასასვლელი, რომელიც 3D გამოსახულებისაა და მარტივად ჭრის თვალს ნებისმიერ გამვლელს. ძირითადად გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც მანქანით გვიან ღამით გადაადგილდებიან. ეს ერთგვარი მანიშნებელიც არის იმისა, რომ როგორც მძღოლები, ასევე ფეხით მოსიარულე ქვეითები მოძრაობისას ყურადღებით უნდა იყვნენ.

ბალტიმორში, აშშ–ში ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის მოხატეს გასართობი “ზებრა” გადასასვლელი, რომლის გადავლაც ნებისმიერ გამვლელს ხალისითა და თამაშით შეუძლია.

რიო–დე–ჟანეიროში, ბრაზილიაში 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში მარაკანას სტადიონთან ახლოს მოხატეს “ზებრა” გადასასვლელი.

თბილისში მოიხატა “ზებრა” გადასასვლელი საკმაოდ საინტერესო წარწერით – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”. ეს გარკვეულწილად არის მესიჯი ქვეითებისათვის, რომლებმაც უნდა დაიცვან წესებით ფეხით გადაადგილების დროს.

ვანკუვერში, კანადაში  “ზებრაზე” დახატულია ორაგულები, ველური ბუნებისა და წყალქვეშა ეკოსისტემის პატივსაცემად.

დელიში, ინდოეთში ერთ–ერთი სილამაზის სალონის წინ “ზებრა” გადასასვლელზე დახატეს სავარცხელი, რაც რეკლამას უწევს სალონს.

კომენტარი