ვახუშტის ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია დაასუფთავეს

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია დაასუფთავეს

184
გაზიარება

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“ ვახუშტის ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია დაასუფთავა.
გამწვანების აღნიშნულ ზოლში ხე-მცენარეებს სხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩაუტარდათ, დაზიანებული და ხმელი ხე-მცენარეები კი, ტერიტორიიდან გაიტანეს.
შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

კომენტარი