კოტე აფხაზის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი შეკეთდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი შეკეთდა

209
გაზიარება

კრწანისის გამგეობა რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, კოტე აფხაზის N43-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა.
პირველ ეტაპზე, სახლის ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა, შემდეგ ბოძები და გრუნტის დამჭერი კედელი გაკეთდა.
სრულად განახლდა სახლის ფასადი და შენობის საძირკველს გამაგრება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე დასკვნითი სამუშაოები – სახურავის, კიბისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სახლი პირველადი იერსახით აღდგება და გამაგრების შემდეგ შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება. სამუშაოებს შპს „გრანიტი“ მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს.

კომენტარი