თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსებზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსებზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს

191
გაზიარება

თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება 14,5 მილიონ ლარად კომპანია “ალმას” ექნება.
ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად,გამარჯვებულ კომპანიას უფლება აქვს, 20 წლის განმავლობაში განათავსოს რეკლამა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, მოძრავ და უძრავ ქონებაზე, ასევე  შესაბამისი ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე.
ცნობილია, რომ აუქციონის საწყის ფასად 11 847 124 ლარი განისაზღვრა. ვაჭრობაში სამი კომპანია მონაწილეობდა.
კომპანია “ალმას”, მერიისთვის გადასახდელი თანხის გარდა, აქვს ვალდებულება, ლიცენზიის მქონე ტაქსების (მათი საერთო რაოდენობა სულ 15 ათასამდეა) მფლობელები, რომლებიც საქმიანობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, ავტომობილების თეთრად გადასაღებად და ქიმწმენდისთვის, 975 ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ  სატრანსპორტო კომპანიას ბალანსსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს ყოველდღიურად  700 000 მგზავრი გადაყავთ (ავტობუსებით- 400 000, მეტროთი- 300 000)

კომენტარი