კახა კალაძე: ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი

კახა კალაძე: ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი

140
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუშაობის გააქტიურება დაავალა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა ყველა შესაბამისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის პოპულარობა გაიზარდოს.
„მე მქონდა პრემიერთან საუბარი, რომ თბილისის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს, რათა ტურისტებს ავუხსნათ, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი ქალაქი. მინდა, დავავალო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას – სამსახურმა გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი დედაქალაქის  მაქსიმალური პოზიციონირება მოხდეს. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი და რამდენად მდიდარია მისი  კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. გვაქვს ბევრი ღირსშესანიშნაობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელთა პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წარმოდგენილი იყოს, როგორც საუკეთესო დედაქალაქი,  რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატარონ აქ. ტურიზმიდან შემოსული თანხით კი, მოგვეცემა შესაძლებლობა, სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი