მატარებელი წყალბადზე, გაამართლებს თუ არა ის თბილისში – რას ფიქრობენ სპეციალისტები (ვიდეო)

მატარებელი წყალბადზე, გაამართლებს თუ არა ის თბილისში – რას ფიქრობენ სპეციალისტები (ვიდეო)

478
გაზიარება

გასულ წელს გერმანიაში, საქსონიის ოთხი ქალაქი ერთმანეთს მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებლით დაუკავშირდა.  საფრანგეთში დამზადებული   Coradia i Lint -ს წყაბადით სავსე ავზით 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია და საათში 140 კმ/სთ-ს ავითარებს. დადგენილია, რომ ასეთი მატარებელი გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს, მათთვის ინფრასტრუქტურის  მოწყობაც  შედარებით იაფი ჯდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2021 წლისათვის სარკინიგზო პარკს მინიმუმ 14 ასეთი მატარებელი შეემატება.
წყალბადის მატარებლების შეძენას გეგმავენ სხვა ევროპული ქვეყნები: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და დანია. დიდ ბრიტანეთში წყალბადზე მომუშავე საკუთარი მატარებელი დაამზადეს, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.
როგორც ცნობილია, თბილისის მერია სამგორი-ლილოს მიმართულებით ახალი სატრანსპორტო კვენძის მოწყობას გეგმავს. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ეს ორი ლოკაცია ერთმანეთს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდება. საუბარია დიდი დიღმის მიმართულებაზეც. „სითი კვირა“ შეეცადა გაერკვია, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ მიმართულებებზე მიწისზედა მეტროს ნაცვლად, წყალბადზე მომუშავე მატარებლების ფუნქციონირებას.
სპეციალისტების განმარტებით, როგორც ეკონომიკურად, ასევე ტექნოლოგიურად ასეთი მატარებლების ექსპულატაცია თბილისში გაუმართლებელი იქნება. ურბანისტების შეფასებით, როგორც ლილოს, ასევე დიდი დიღმის მიმართულებისთვის საუკეთესო ვარიანტია ტრამვაი-მატარებელი.
„ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად სრულიად გაუმართლებელი იქნება ჩვენთან ასეთი მატარებლის ექსპლუატაცია იმის ფონზე, როდესაც გვაქვს გამართული, ეკოლოგიური და ყველაზე ეკონომიური – ელექტროკვების სისტემა. გარდა ამისა, ასეთი მატარებელი ვერ ივლის სარკინიგზო გაბარიტების გამო. იდალური გამოსავალი ლილოს მმართულებით არის ტრამვაი-მატარებელი.“- აცხადებს „ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.

 

კომენტარი