ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება

195
გაზიარება

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ტაქსების გადაღებვას კომპანია “ალმა” უზრუველყოფს, რომელსაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება 20 წლით გადაეცა.
“კონკურსი ერთი კვირის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია, პირველი მარტიდან, ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხებს არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს. შესაბამისად, პირველი მარტიდან ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ, რომ მოქალაქეებს ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომელთაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარი