6 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

6 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

98
გაზიარება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, შოვის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ამავე რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების სტუდქალაქის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VI, IX კვარტლების და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და გელა ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტოლენჯის, წალენჯიხის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი