კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

169
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია დასახლებისთვის ტრანსპორტის გადაადგილების წლობით არსებულ პრობლემას გადაჭრის.
„ახლა ვიმყოფებით  სოფელ აგარაკში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შარშან სოფელ თხინვალას მიმართულებით მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ დასახლებასაც მივხედავდით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, იმდენად გაუვალი იყო არსებული გრუნტის გზა. შესაბამისად,  საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე წესრიგდება. სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობთ,  თბილისის ყველა რაიონსა და უბანში მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა – კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის  მარტში დასრულდება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და საკრებულოს  ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე.

კომენტარი