სტადიონი ვერის ბაღში – ბავშვებს მის მოწყობაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ

სტადიონი ვერის ბაღში – ბავშვებს მის მოწყობაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ

293
გაზიარება

მოქალაქე გიორგი ჩიჯავაძე დედაქალაქის მერს ვერის ბაღში საბავშვო საფეხბურთო მოედნის მოწყობის წინადადებით მიმართავს. საკუთარი იდეა მან idea.tbilisi.gov.ge-ზე უკვე დაარეგისტრირა და თანამოაზრეების მხარდაჭერას ელოდება. იდეის ავტორი ყურადღებას ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს თავად სურთ, ხსენებულ ადგილას სტადიონის მოწყობაში თავადაც ჩაერთონ. ამასთან, გიორგი ჩიჯავაძის თქმით, ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში შალვა ერისთავის საფლვია და კარგი იქნება, თუ სტადიონს მისი სახელი მინიჭება.
“მოგესალმებით ბატონო კახი. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის სპორტს რა დიდი მნიშვნელობა აქვს და ქართულ, თბილისურ რეალობაში ფეხბურთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვერაზე არსებობდა საფეხბურთო კლუბი “ნორჩი ვერელი”, რომლის მწრვთნელი ბევრი თაობის აღმზრდელი, დაუვიწყარი ოთარ ნათაძე იყო. სწორედ ვერის პარკში იყო საფეხბურთო სტადიონი, სადაც ვარჯიშობდნენ “ნორჩი ვერელები” და არამარტო ისინი, მთელი ვერის ახალგაზრდობა თამაშობდა ფეხბურთს აქ. იმართებოდა ჩემპიონატები უბნებს შორის… სამწუხაროდ, ის სტადიონი აღარ არსებობს. მის ადგილას დიდი ავტოსადგომი გააკეთეს. ავტოსადგომი შეიძლებოდა შენობის ქვეშაც გაეკეთებინათ, მაგრამ ესეც მთავარი პრობლემაა ქალაქისთვის. ამჯერად ისევ სტადიონს დავუბრუნდები. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა პატარა სტადიონის გაკეთება ვერის პარკში ნორჩებისათვის. პარკში არსებობს ერთადერთი ადგილი,  სატრენაჟორო ზონის გვერდზე, მის გასწვრივ. სხვა ადგილები გამწვანებულია და გაშენებულია… სწორედ ამ ადგილზე თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს და საკუთარი ძალებით სტადიონის მოწყობის სურვილი აქვთ. მეც მათი თანამოაზრე ვარ. თანამედროვე, პატარა, კარგად მოწყობილი სტადიონი ნამდვილად დაამშვენებს ვერის ბაღსაც და არავითარი ზიანი არ მიადგებათ მცენარეებს. სიმბოლურობაზე გამახსენდა, რამდენიმე მეტრში შალვა ერისთავის საფლავია. 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი, ახალგორელი კოლა ერისთავის ვაჟი, თბილისელებისთვის კარგად ცნობილი, პირველი ფეხბურთის მოთამაშე და მორბენალი გახლდათ. ბატონო კახი, გთხოვთ, მიიღოთ პატარების თხოვნა ჩემი დახმარებით.”- აღნიშნავს გიორგი ჩიჯავაძე.

კომენტარი