„ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

„ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

297
გაზიარება

მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 9 თებერვლის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარშალ გელოვანის გამზირზე ორივე მიმართულებით – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.
შეზღუდვის პერიოდში აეწყობა 200 ტონის ტვირთამწეობის ამწე და ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი დაიწყება.
მონტაჟის დროს დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სოფელ დიღმისა და სარაჯიშვილის ქუჩის გავლით „ვეფხის და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჟვანიას მოედნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი კი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე.

კომენტარი