თსუ – 100 + 1

თსუ – 100 + 1

255
გაზიარება

1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას საფუძველი ჩაუყარა. უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იყო. ივანე ჯავახიშვილის წარდგენითვე, უნივერსიტეტის პირველ რექტორად, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს.
დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 101-ე იუბილეს აღნიშნავს. ,,დედა უნივერსიტეტი” 101 წლის შემდეგ ახალ საუკუნეს ახალი მიზნებითა და გამოწვევებით ხვდება.
ამჟამინდელმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, მთელ საქართველოს, თსუ-ის კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და  თანამშრომლებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამორჩეულია სიდიადით, განსაკუთრებული ისტორიის მატარებელი კორპუსებით, პანთეონით, არქიტექტურითა და განათლების ხარისხით. ის კავკასიაში დღემდე პირველობას ინარჩუნებს.
უნივერსიტეტში რამდენიმე მუზეუმი ფუნქციონირებს: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.

ნათია კოსტავა

კომენტარი