კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება

133
გაზიარება

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.
რუსთავის გზატკეცილის პარალელურად, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა წინანაურის ქუჩაზეც მიმდინარეობს და მომავალი კვირიდან გორგასლის ქუჩის კიდევ ორ მისამართზე დაიწყება.
უსაფრთხოების მიზნით, კრწანისის გამგეობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობას ისეთ მისამართებზე, სადაც გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობს. 
სამუშაოებს შპს „მეგაბეტონი“ ასრულებს.

კომენტარი