როგორ მოეწყოს საჯარო სივრცე ავლაბრის მეტროსთან – რჩევა მერიას

როგორ მოეწყოს საჯარო სივრცე ავლაბრის მეტროსთან – რჩევა მერიას

412
გაზიარება

მწვანე საფარის მოცულობით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 35.5 კვ.მ-ია, მაშინ როცა თბილისში ეს მაჩვენებელი 4-5 კვ.მ – ს არ აღემატება.
გამწვანების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი და ავტოტრანსპორტის სიჭარბე – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში,  ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება.
შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი მხოლოდ ერთია –   უფრო მეტი სიმწვანე, საჯარო სივრცე, კეთილმოწყობილი გარემო და მოწესრიგებული საავტომობილო მოძრაობა.
ფოტოზე რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის ესკიზია  გამოსახული. დღეის მდგომარეობით, ამ სივრცის უმეტესი ნაწილი ავტომობილებისათვის არის განკუთვნილი. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა, რომ ამ ლოკაციის უკეთესად გამოყენებაც მოხდეს და ეს კარგად ჩანს  Architectural Forum – ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ესკიზეც.51902586_1129454137215606_6125937976275894272_n (1)

კომენტარი