რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსები სამი ლოკაციიდან იმოძრავებენ

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსები სამი ლოკაციიდან იმოძრავებენ

3462
გაზიარება

რუსთავის საკრებულომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები დაამტკიცა. მგზავრების გადაყვანა  რუსთავის რკინიგზის სადგურიდან, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და ქალაქის გასავლელიდან მოხდება.
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომაც მიიღო. ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შევა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.
რუსთავი – თბილისის მარშრუტზე ავტობუსებს რუსთავის საკრებულო შეარჩევს.

კომენტარი