9 თებერვალს დათო ევგენიძის საღამო და ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება

9 თებერვალს დათო ევგენიძის საღამო და ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება

176
გაზიარება

9 თებერვალს, 19:00 საათზე „სტამბის წიგნებში“ დათო ევგენიძის საღამო და ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, სამი წიგნის კრებულს „დე“ ჰქვია და ის დათო ევგენიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. კრებული ავტორმა დედას მიუძღვნა. ამასთან, კრებულის სახელწოდება პოეტისა და მუსიკოსის ინიციალებიცაა.
კრებულში „დე“ – გაერთიანებულია სამი წიგნი: „ხმოვანი და თანხმოვანი“, „Faceბუკი“ და „BANDენა“.

კომენტარი