ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი – რამდენჯერ სუნს შევუწუხებივარ ნიუ-იორკის ტაქსში…

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი – რამდენჯერ სუნს შევუწუხებივარ ნიუ-იორკის ტაქსში…

339
გაზიარება

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თეა თუაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ტაქსის სერვისის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოში ამ მხრივ არსებული ვითარება უკეთესია, ვიდრე ნიუ-იორკში.

t2

“თბილისში ტაქსით ვინც მოძრაობს, მე მგონია, რომ მათ ჰგონიათ, რომ ტაქსისტებს ფეისბუქი არ აქვთ? ცალკე, განდგომილი კასტასავით ჩანან ის “საწყლები”. არც გზები იციან, ვერც ქუჩებს და ჩიხს ვერ აგნებენ, მუსიკა ხო საშინელება, ზოგჯერ არასასიამოვნო სუნიც დგას მანქანაში, მაგრამ ხო უნდა აიტანონ, სანამ ტაქსში სხედან, იქაური ტაქსისტური გარემო. ესენი კი წელიწადში თითქმის 100 პოსტს უძღვნიან მათ – ტაქსისტებს. რამდენჯერ მე სუნს შევუწუხებივარ ნიუ-იორკის ყვითელ ტაქსში, რამდენი ღამენათავი ოვერთაიმზე მუშაობს, ძირითადად, დახვეულ-ქუდიანი მუსლიმები, რამდენი კონფლიქტი მომსვლია იმიტომ, რომ არც გზები იციან, არც ზრდილობა აქვთ, რამდენჯერ ცემაც მდომებია, მაგრამ No, No, No იქვეა გაფრთხილებაც, რომ ტაქსის მძღოლის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით. საქართველოში ერთ ენაზე მაინც საუბრობთ, გესმით ერთმანეთის. აქ უნდა ნახოთ – ინდუსები, ალბანელები, განელები, ირანელები, ეგვიპტელები, იორდანელები… ყველას რომ თავისებურად ესმის ეს მისამართი თავის ქუჩებით და ავენიუებით და როდესაც ხვდები რომ იქ არ მიყავხარ, როგორი წივილ-კივილი იწყება მერე.”- წერს თეა თუაშვილი.

კომენტარი