ისნის რაიონის სამ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეს აწყობენ

ისნის რაიონის სამ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეს აწყობენ

96
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მოთხოვნით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საერთო სარგებლობის კიბის მოწყობის სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, რკინა-ბეტონის კიბეები ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის I კვარტალში, რაგბის მოედნის მიმდებარედ, ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის, მესამე კვარტლის N12 კორპუსსა და მშველიძის ქუჩა N16-ის მიმდებარედ ეწყობა.
სამუშაოებს, რომლებიც თვის ბოლომდე დასრულდება, სამივე მისამართზე ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „თეიმურაზ თოდაძე“ ახორციელებს და მათი ჯამური ღირებულება 96 082 ლარს შეადგენს.
ვაზისუბანსა და მეტრომშენის დასახლებაში კიბეების მოწყობის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ისნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან, ლევან დავითაშვილთან და ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო.
ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების დაწყებას ნავთლუღის ტერიტორიაზეც გეგმავს, სადაც მოსახლეობის თხოვნით, რკინა-ბეტონის კიბეები დამატებით ოთხ მისამართზე მოეწყობა.

კომენტარი