კოსტავას N71-ისა და ჩიქოვანის N4-ის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

კოსტავას N71-ისა და ჩიქოვანის N4-ის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

170
გაზიარება

საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კოსტავას ქუჩა N71-სა და ჩიქოვანის ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო მოედნები განთავსდება, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე კოსტავას ქუჩა N71-ში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა.
ორივე მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
პროექტებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“ ახორციელებს.

კომენტარი