კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი ექვსი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი ექვსი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

195
გაზიარება

კრწანისის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტები ოფრეთის შესახვევში, ფონიჭალა 4-ის N11 კორპუსის, წინანაურის ქუჩა N39-ის, რუსთავის გზატკეცილი N44-ის, გორგასალის ქუჩა N99ა-ს, გორგასალის ქუჩა N97 და N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნული ექვსი კედლის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 495 000 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში, ოფრეთის ქუჩაზე 45 გრძივი მეტრის კედელი აშენდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება საგზაო სამუშაოები და ასფალტის საფარი 400 კვადრატულ მეტრზე დაიგება.
ოფრეთსა და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი, საყრდენი კედელი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობასთან ერთად, ფონიჭალა 4-ში საერთო სარგებლობის კიბეებზე უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი და სარინელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამგეობამ გასულ წელს რაიონში გრუნტის დამჭერი 12 კედლის მშენებლობის პროექტი განახორციელა. როგორ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ განაცხადა – აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, დამატებით, გრუნტის დამჭერი შვიდი ახალი კედელი აშენდება.

კომენტარი