როგორი იქნება ,,ადამიანისა და მზის“ მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ?

როგორი იქნება ,,ადამიანისა და მზის“ მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ?

332
გაზიარება

თბილისის მერია მიმდინარე წელს განახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც გულისხმობს ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის ,,ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები.
პირველი თარგი მოეწყობა ტერასულად, შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება.
პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ძველი საინფორმაციო ბანერი დროებით მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება ახალი საინფორმაციო ბანერი განახლებული დიზაინით.
მონუმენტის “ადამიანისა და მზის” თარგში მოეწყობა დეკორატიული აუზი, სარწყავი სისტემა, განათება, დაირგვება მცენარეები და ბალახი. განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით.
კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე.

 

კომენტარი